მთავარისიახლეებიჩვენსა და ჩვენს ევროპულ მომავალს შორის დღეს არის ერთადერთი დაბრკოლება, "ქართული ოცნება"...

ჩვენსა და ჩვენს ევროპულ მომავალს შორის დღეს არის ერთადერთი დაბრკოლება, “ქართული ოცნება” – სამადაშვილი

Published on

“ჩვენსა და ჩვენს ევროპულ მომავალს შორის დღეს არის ერთადერთი დაბრკოლება და ეს არის “ქართული ოცნება” – ამის შესახებ განცხადება პარლამენტი “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ყველა დასავლელი პარტნიორი მხარს უჭერს და აღფრთოვანებულია ქართველი ხალხით, მათი თავდადებით ევროპული მომავლისთვის.

სამადაშვილმა თქვა, რომ “ქართული ოცნების” პროპაგანდას საშუალება არ უნდა მისცენ ყურადღება კანდიდატის სტატუსის მიღების თემიდან სხვა საკითხებზე გადაიტანოს.

“მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ვერანაირი სამარცხვინო კამპანია, როგორიც არის მორიგ ჯერზე გაცოცხლება მოსკოვში მომზადებული თემების, როგორიცაა გარეჯის თემა, მორიგ ჯერზე საუბარი იმაზე, რომ ახლა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოდანაც უნდა გააძევონ და ამითი შექმნან დამატებითი პრობლემა. ვერ გადაიტანს ეს საკითხები ყურადღებას, ქართველი ხალხის, იმ მთავარი ეროვნული ამოცანისგან, რომელიც ჩვენ დავისახეთ და ეს არის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი ამ წლის ბოლოს.

კიდევ ერთხელ მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა და გავაფრთხილო, რომ დღეს ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და არ მივცეთ სამარცხვინო პროპაგანდას “ქართული ოცნების” შესაძლებლობა, გადაიტანოს ჩვენი ყურადღება იმისგან, რომ დღეს სენატი აშშ-ში, ევროპარლამენტი, ყველა ჩვენი მოკავშირე, ტაშს უკრავს, მიესალმება, აღფრთოვანებულია ქართველი ხალხით და მათი თავდადებით დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის და ამავე დროს ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება აღარ ასახავს ქართველი ხალხის რეალურ ნებას, – განაცხადა სამადაშვილმა.

სიახლეები

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...

სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა-საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იტყობინება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბათუმელი...

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში...