მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთმა კიევის რეგიონი ირანული "კამიკაძე დრონებით" დაბომბა

რუსეთმა კიევის რეგიონი ირანული “კამიკაძე დრონებით” დაბომბა

Published on

22 მარტს ღამით რუსეთი უკრაინის რამდენიმე რეგიონს ირანული “შაჰიდით”, ე.წ. კამიკაძე თვითმფრინავებით დაესხა თავს.

როგორც კიევის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება, უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად, რეგიონში რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

“ამჟამად ცნობილია 3 დაღუპულისა და 7 დაჭრილის შესახებ. ინფორმაცია ზუსტდება”,- წერს უკრაინული მედია კიევის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ადგილზე სამაშველო ეკიპაჟები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ. დაზარალებულებს უტარდებათ საჭირო დახმარება. ხანძარი ლოკალიზებულია.

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...