მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ლუცენკო ლოთია, მისი თანამეინახე პოროშენკო - კორუმპირებული ბურვაკი, რომელსაც ქონი უხურს''- კურჩენკომ...

,,ლუცენკო ლოთია, მისი თანამეინახე პოროშენკო – კორუმპირებული ბურვაკი, რომელსაც ქონი უხურს”- კურჩენკომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

Published on

,,ლუცენკო ლოთია და, როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილების მიღებისას თრობისგან ტვინი ჰქონდა არეული'' – აცხადებს ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მოძრაობის დაფინანსებაში ადანაშაულებენ.

როგორც კურჩენკოს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, მას სასამართლოში  შეაქვს სარჩელი უკრაინის გენპროკურორის წინააღმდეგ მის მიმართ ცილისწამებისა და სააკაშვილთან სატელეფონო საუბრისა და მოლაპარაკებების შესახებ ცრუ ინფორმაციის  გავრცელების ბრალდებით. 5 დეკემბერს იური ლუცენკომ უპასუხისმგებლოდ განაცხადა, რომ სერგეი კურჩენკო აფინანსებდა მიხელ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც მოქმედი ხელისუფლებისდამხობას ისახავდა მიზნად'' – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან კურჩენკო აცხადებს, რომ ,,სააკაშვილს არ იცნობს და არც უნდა იცნობდეს, აი, პოროშენკოს კი იცნობს და ამასთან ძალიან კარგად''  

კურჩენკო ამტკიცებს, რომ 2013 წელს მან პეტრო პოროშენკოსგან ‎400 000 000 აშს დოლარად იყიდა მედია-ჰოლდინგი  UMH group, ,,ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ამ კორუმპირებულმა ბურვაკს ჩემგან მიღებული ამ თანხიდან არანაირი გადასახადი არ გადაუხდია უკრაინის ბიუჯეტში. პოროშენკო მატყუარაა დალაცარი, ამიტომაც უსევს ყველას თავის ჯაჭვზე დაბმულ ფინია ლუცენკოს''. 

როგორც ჩანს იური ლუცენკომ ეს განცხადება ალკოჰოლური თრობის მდგომარეობასი გააკეტა თავის თანამეინახე პორიოშენკოსთან მორიგი გალეშვის შემდეგ. ალკოჰოლიკების ეს წყვილი იმდენად ამოუვიდა ყელში ჩვენს ქვეყანას, მთელ ხალხს და პირადად მეც, რომ შემაქვს სარჩელი ჩემი ღირსებისა დასაცავად იური ლუცენკოს წინააღმდეგ მის მიერ გავრცელებული ცილსწამების პასუხად'' – აცხადებს სერგეი კურჩენკო. ცილის

.კურჩენკოს პრეს სამსახურში აცხადებენ, რომ ეს ბოლო ორი  თვის განმავლობაში სასამართლოში მის მიერ შეტანილი უკვე მეორე სარჩელია   უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ. პირველი სარჩელი მან 4 ოქტომბერს შეიტანა  პირადად პეტრო პოროშენკოს წინაააღმდეგ. საქმე   წარმოებაშია მიღებული კიევის პეჩორის რაიონულ  სასამართლოში.

 

სიახლეები

აშშ 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საემიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საემიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს. გამოცემა Fox News...

g7-მზად ვართ, დავაწესოთ დამატებითი ზომები, თუ ირანი განაგრძობს პროტესტის ჩახშობას

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ ერთობლივი განცხადება...

გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა ჩერდება – ტრამპი

გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა ჩერდება - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ...

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...