მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას- მარინა კალიურანდი

უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას- მარინა კალიურანდი

Published on

ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი გზავნილი მკაფიოა: უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას, გამოიყენეთ , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

როგორც კალიურადმა აღნიშნა, ევროპას არ აქვს სურვილი, საქართველო ომში ჩაითრიოს.

„მე, როგორც სამხრეთკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს ორი „მესიჯი“ მაქვს: საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიო იყო თავისი ევროპული მისწრაფებების გამოხატვაში და ამას მხარს დავუჭერთ.

არ გვაქვს სურვილი, ომში ჩაგითრიოთ. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის ომი და ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი გზავნილი მკაფიოა: უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას, გამოიყენეთ. ეს ფანჯარა მუდმივად არ იქნება, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი მოსახლეობა თქვენგან მოელის“,- განაცხადა მარინა კალიურანდმა, რომლის განცხადების თარგმანიც „მთავარ არხს“ ეკუთვნის.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...