მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლება მალე ადგილებს გაცვლიან'' - სახალხო დეპუტატი...

,, მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლება მალე ადგილებს გაცვლიან” – სახალხო დეპუტატი დობკინი

Published on

სახალხო დეპუტატი მიხეილ დობკინი დარწმუნებულია, რომ 8 დეკემბერს დაკავებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დატოვებს საპატიმროს.
მისი თქმით, თუ სააკაშვილს შინაპატიმრობას მიუსჯიან (თუკი, რა თქმა უნდა მისი მხარდამჭერები ხელში ატაცებულს არ გამოიყვანენ მას  გარეთ სასამართლოს დამთავრებამდე), სამრთალდამცველები შეძლებენ შეზღუდონ მისი გადაადგილება ქვეყანაში, მაგრამ ვერ აღუკვეთენ ჟურნალისტებთან შეხვედრის შესაძლებლობას.  
სახალხო დეპუტატი აღნიშნავს აგრეთვე, რომ სამართალდამცველებს  მიხეილ სააკაშვილისთვის  შინაპატიმრობის მისჯის შემთხვევაში მოუწევთ უზრუნველყონ მისი  სრული უსაფრთხოება. 
ეს ნიშნავს, რომ იგი სავსებით უსაფრთხოდ შეძლებს უხელმძღვანელოს საპროტესტო აქციებს,  შეუფერხებლად მისცეს მრავალრიცხოვანი ინტერვიუები  მედიას და იურთიერთოს უცხოელ პოლიტიკოსებთან, ხოლო ქვეყნის უშიშროების სამსახურს და  გენერალურ პროლურატურას მოუწევს გამუდმებით იმართლოს თავი, თუ რატომ არა აქვს რეალური მტკიცებულებები მის წინააღმდეგ. 
სრულიად გაუგებარია, რის მიღწევას ცდილობდა ამ დაკავებით ხელისუფლება , სამაგიეროდ ზედმიწევნით გასაგებია, რომ მალე ისინი ადგილებს გაცვლიან – აღნიშნა დეპუტატმა დობკინმა. 

 

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...