მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 12 სათიდან 14 საათამდე გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 12 სათიდან 14 საათამდე გადაიდო

Published on

მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს სხდომა ბოლო ინფორმაციით, თბილისის დროით 14:00 საათზეა დანიშნული. ამის შესახებ NewsOne-ს სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა. იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროცესი თბილისის დროით ჯერ 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, შემდეგ კი 13:00 საათისთვის გადაიდო. 
 
„სხდომა სასამართლოს მეორე დარბაზში გაიმართება. ავტომატური განაწილების შედეგად მოსამართლედ ლარისა ცოკოლი დაინიშნა. ბრალდების მხარე ორთვიან სადღეღამისო შინაპატიმრობას მოითხოვს. ამავდროულად, სააკაშვილი ვალდებული იქნება საგამოძიებო მოქმედებებზე გამოცხადდეს“, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.
 
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ იმ ბინის მისამართი დაასახელა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სადღეღამისო შინაპატიმრობის 2-თვიანი პერიოდი უნდა გაატაროს. კერძოდ, აღნიშნული ბინის მისამართია: კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32. 
 
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიების დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.

სიახლეები

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...

აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა

როსტო ზარანდია, რომელმაც ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახა, ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა. ზუგდიდის...