მთავარისიახლეებისაზოგადოებასტუდენტებმა კობახიძეს აქცია-პერფორმანსი მოუწყვეს

სტუდენტებმა კობახიძეს აქცია-პერფორმანსი მოუწყვეს

Published on

სტუდენტების დაანონსებული აქციის გამო, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი ლექცია გადადო. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დღეს 10 საათზე თსუ-ში მისვლაზე უარი თავად თქვა და ამას უნივერსიტეტში ადასტურებენ.

ინფორმაცია, რომ კობახიძე დღეს ლექციას არ ჩაატარებდა სტუდენტებს გუშინ გვიან ღამით მოკლეტექსტური შეტყობინებით გაუგზავნეს.

“ჩვენ ვნახეთ კობახიძის სმს, როგორ გადადო ლექცია და თქვა, რომ ავანაზღაურებთო, რაღაც პერიოდის შემდეგო. გადადო იმის გამო, რომ შეეშინდა სტუდენტების, რომლებიც აუცილებლად გასცემდნენ მას პასუხს ლექციაზე” ,- ამბობს გიორგი წულაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

დღეს სტუდენტებმა აუდიტორიასთან, სადაც ლექცია უნდა ჩატარებულიყო, გააკრეს ფორმატი წარწერებით: “არა რუსულ კანონს”, “ღალატს ვერ გამოითხოვ”. სტუდენტებმა კობახიძეს საკუთარი წიგნი აუდიტორიაშივე დაუტოვეს.

უცნობია როდის ჩაატარებს რუსული კანონის მხარდამჭერი “ქართული ოცნების” ლიდერი ლექციას საგანში „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი”.

სიახლეები

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...

სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა-საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იტყობინება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბათუმელი...

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში...