მთავარისიახლეებიპოლიტიკალედი სანდრა რულოვსმა კიევში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ლედი სანდრა რულოვსმა კიევში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

Published on

უკრაინული მედიის ცნობით, სანდრა რულოვსმა, ,,ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, კიევში,   დამოუკიდებლობის მოედანზე აღმართული სცენიდან განაცხადა, რომ პოროშენკომ ,,წითელი ხაზები"' გადალახა''.
მან მადლობა გადაუხადა მისი მეუღლის მხარდასაჭერად გამოსულ ხალხს, რომელმაც მის ამ სიტყვებს შეაგება აპლოდისმენტები და შეძახილები ,,სანდრა!''
 ,,ჩვენ გვინდა რომ ადამიანები უკეთ ცხოვრობდნენ, ვიდრე ამ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში. პოროშენკო ბევრს გპირდებოდათ, შესაძლოა, მას ეს სურდა კიდეფ, მაგრამ ვერ შეძლო –  პოლიტიკა ბიზნესი არ არის, ხალხი საქონელი არ არის! – განაცხადა სანდრამ. მათ გადაკვეთეს წითელი ხაზი – დასძინა მან.
პოლიტიკოსის მეუღლემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინას ცვლილებები სჭირდება, ,,მიხეილის გარეშე ეს რთულია, მაგრამ იგი გთხოვთ, არ დანებდეთ."
როგორც ცნობილია, კიევში დაიწყო ,,ახალ ძალთა მოძრაობის'' დაკავებული  ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა მიერ ორგანიზებული აქცია, რომლის ძირითადი მოთხოვნაა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი – იუწყება გამოცემა ,,UA''
იქვე ქვეყნდება სიმბოლური ფოტო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე, იმპიჩმენტის პირველი მარშის დროს არის გადაღებული. მიხეილ სააკაშვილი მეუღლეს ღიმილით ამხნევებს 
 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...