მთავარისიახლეებიპარლამენტთან აქციაზე 36 პირი დააკავეს - უცნობია რამდენი რჩება ამ დრომდე იზოლატორში

პარლამენტთან აქციაზე 36 პირი დააკავეს – უცნობია რამდენი რჩება ამ დრომდე იზოლატორში

Published on

საქართველოს პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე, სადაც შეკრებილი მოქალაქეები “რუსული კანონის” მიღებას აპროტესტებდნენ 36 პირი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის დააკავეს. უცნობია, რამდენი რჩება ამ დრომდე იზოლატორში.

დაკავებულებს შორის იყვნენ “პუბლიკას” დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და “ტაბულას” ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი. ისინი ღამით გაათავისუფლეს.

“გამომიშვეს ისე, რომ ხელწერილიც არ დამაწერინეს” | ზურა ვარდიაშვილი დაკავების დეტალებზე
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს “ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ “რუსულ კანონს”. “ხალხის ძალის” ინიცირებულ ორივე კანონპროექტს ახლა იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

კომიტეტები პროტესტისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტში იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს ჟურნალისტები. აქცია იმართებოდა პარლამენტის შენობის გარეთაც.

სიახლეები

14 წლის მოზარდი დედა გახდა – დაკავებულია 2 პირი

იმერეთში, 14 წლის მოზარდი დედა გახდა - "ტაბულას" ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს -...

“ის, რაც სუსმა გააკეთა, არის საბავშვო ბაღი” – გიორგი ლუბარეცი

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი ფეისბუქზე აჯამებს, რაზე მიიღო და რაზე არ მიუღია პასუხი საზოგადოებას ხელისუფლების...

დაუთი- კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს ეუთოს წინაშე...

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...