მთავარისიახლეებიმისასალმებელია თქვენი საარჩევნო კამპანიის დროს წარმოდგენილი 12 პუნქტიანი გეგმა - EPP-ს პრეზიდენტი...

მისასალმებელია თქვენი საარჩევნო კამპანიის დროს წარმოდგენილი 12 პუნქტიანი გეგმა – EPP-ს პრეზიდენტი ხაბეიშვილს ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

Published on

“ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტი მანფრედ ვებერი ლევან ხაბეიშვილს ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს და წარმატებული შიდაპარტიული დემოკრატიის ნათელ მაგალითს უწოდებს პარტიაში ჩატარებულ შიდა არჩევნებს.

“მსურს მოგილოცოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარედ არჩევა, რაც წარმატებული შიდაპარტიული დემოკრატიის ნათელი მაგალითი იყო.
საქართველოს ძლიერი, ერთიანი, სტრუქტურირებული, პროევროპული და მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიცია სჭირდება, რომელსაც მოქალაქეების ხმის გაჟღერება და მათი ლეგიტიმური ინტერესების დაცვა შეუძლია. ამ კუთხით მისასალმებელია თქვენი საარჩევნო კამპანიის დროს წარმოდგენილი 12 პუნქტიანი გეგმა, რომელიც პარტიის გაძლიერებასა და მოდერნიზაციას ისახავს მიზნად. როგორც EPP-ის პრეზიდენტი, მე სრულად ვუჭერ მხარს თქვენს ბრძოლას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის, აგრეთვე, კორუფციისა და ოლიგარქიული სტრუქტურების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესების საზიანოდ ყოველდღიურად მუშაობენ.
EPP ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი ყოვლად მიუღებელ მოპყრობას და ზუსტად იცნობს მისი ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობას. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას ყველა შესაბამისი უწყებისათვის, რათა მას ჩაუტარდეს ყველა საჭირო და სათანადო სამედიცინო პროცედურა.
გისურვებთ წარმატებებს თქვენს ახალ თანამდებობაზე და მოუთმენლად ველით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და EPP-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, გელით EPP-ის მომავალ ღონისძიებებზე.” ნათქვამია მანფრედ ვებერის წერილში.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...