მთავარისიახლეებისაქართველო ახლა სხვა მხარესაა და პუტინი თავს კომფორტულად გრძნობს - ფიონა ჰილი

საქართველო ახლა სხვა მხარესაა და პუტინი თავს კომფორტულად გრძნობს – ფიონა ჰილი

Published on

შეერთებულ შტატებში შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ საქართველო ახლა სხვა მიმართულებით მიდის. განცხადებები ამის შესახებ ვაშინგტონის ბრუკინგის ინსტიტუტში გამართული დისკუსიის დროს გაკეთდა. შეხვედრას აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი დირექტორი ევროპისა და რუსეთის საკითხებში ფიონა ჰილი ესწრებოდნენ.

“პუტინი ყოველთვის იმაზე ფიქრობს, როგორ შეძლოს სიტუაციით მანიპულირება, რომ შემდგე საიდუმლო გარიგება მოახდინოს. მან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხაფანგში მოაქცია. პუტინი ყოველთვის კარგად პოულობს ადამიანების სუსტ წერტილს. სააკაშვილმა, რომელიც ახლა ციხეშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ძალაუფლება 2012 წელს დათმო და ამის შემდეგ საქართველო სულ სხვა მიმართულებით წავიდა. ქვეყანა ახლა სხვა მხარესაა, დასუსტებულია და პუტინი თავს კომფორტულად გრძნობს, რადგან საქართველოში ყველაფერი რადიკალურად შეცვლილია”, – თქვა ფიონა ჰილმა.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...