მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს - ომბუდსმენის კონსილიუმს დასკვნა

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს – ომბუდსმენის კონსილიუმს დასკვნა

Published on

სახალხო დამცველის კონსილიუმს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ მორიგი დასკვნა მზად აქვს. კონსილიუმის წევრი მედიკოსები ახალ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის კიდევ უფრო დამძიმებულ მდგომარეობასთან ერთად მისი ჯანმრთელობის მოსალოდნელ გართულებებზე და შესაძლო ფატალურ შედეგზე წერენ.

დოკუმენტში გაჩნდა ახალი ჩანაწერიც “კახექსია”, რასაც თავად “ვივამედის” კლინიკის ექიმებიც ადასტურებენ.

“ამ დასკვნაში ჩვენ უფრო მეტად, რა თქმა უნდა აღვწერთ რა მდგომარეობაც არის, მოსალოდნელ გართულებებზე იქნება უფრო მეტი ლაპარაკი, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს, საკმაოდ დამძიმებულია მდგომარეობა, კიდევ უფრო, კიდევ უფრო მოკლებულია წონაში, განლეულია მთლიანად კუნთების მასა, დაიწყო უკვე ძვლების განლევა, ე.წ. სარკოპენია, რომელიც მანამდე არ აღენიშნებოდა”, – ამბობს გიორგი გრიგოლია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში სხდომის ჩანიშვნას ელოდები

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....