მთავარისიახლეებიმსოფლიობელგოროდის სამხედრო ნაწილიდან მობილიზებული გაიქცა და ავტომატიც ხელს გააყოლა

ბელგოროდის სამხედრო ნაწილიდან მობილიზებული გაიქცა და ავტომატიც ხელს გააყოლა

Published on

ბელგოროდის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილიდან, სადაც მობილიზებულეი წინასწარ მომზადებას გადიან, რუსი ახალმობილიზებული გაიქცა და იარაღიც თან გაიყოლა.

რუსული მედიის ცნობით, გაქცეულია 30 წლის ეფრეიტორი, რომელიც მობილიზებული იყო ნიჟნი ნოვგოროდში, 2022 წელს.

რაც შეეხება სხვა მობილიზებულებს, რუსეთში იზრდება უკმაყოფილოთა რიცხვი:

ვრცელდება ირკუტსკის ოლქიდან მობილიზებული რუსი სამხედროების ვიდეომიმართვა ვლ. პუტინისადმი, სადაც ისინი ჩივიან, რომ მათ იერიშებზე აგზავნიან სხვა დანაყოფების მხარდაჭერის გარეშე, უარის თქმის შემთხვევაში კი მათიანები ესვრიან.

მათითქმით, ამას ე.წ. დნრ-ის მეთაურები სჩადიან. მობილიზებულები ასახელებენ თავიანთი პოლკის ნომერსაც – 1439. ამ პოლკის მეორე ბატალიონის წევრებმა ერთხელ უკვე ჩაწერეს მსგავსი ვიდეომიმართვა. სამხედროები ამბობენ, რომ ის ბატალიონი უკვე პრაქტიკულად, განადგურებულია.

ვიდეომიმართვა შეგიძლიათ ნახოთ ოდიშის ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...