გურჯაანში 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ მამა დააკავა

0
229

კახეთში ორი წლის მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ბავშვის მამა დააკავა. კაცის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრზე ძალადობას გულისხმობს.

მცირეწლოვანი გურჯაანის “ჯეოჰოპიტალსში”, დამწვრობებითა და მუცლის ძლიერი ტკივილით, გუშინ შეიყვანეს. ბავშვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტები მიიღეს.

მცირეწლოვანის ბებია ძალადობაში ბავშვის 30 წლამდე ასაკის დედას ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ ის შვილზე სისტემატურად ძალადობდა.

წინა სტატიაჩინეთის 12-პუნქტიანი “სამშვიდობო გეგმა” ცნობილია – რას ითხოვს პეკინი
შემდეგი სტატია“უკრაინის წელმა სამუდამოდ შეცვალა ისტორია და აგრძელებს მთელი მსოფლიოს შეცვლას” – ოლენა ზელენსკა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური