მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები კარვების ქალაქს ამაგრებენ და პარალელურად უსაფრთხოების სამსახურთან ბანაკდებიან

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები კარვების ქალაქს ამაგრებენ და პარალელურად უსაფრთხოების სამსახურთან ბანაკდებიან

Published on

როგორც კი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ბატალიონ „დონბასის“ ლიდერმა სემიონ სემენჩენკომ ბატალიონის მზადყოფნა და კარვბის ქალაქში  მოწყობა გამოაცხადა.
სემენჩენკომ  სიტყვით მიმართა „დონბასის“ წევრებს და მოსთხოვა, რომ ყველა ყურადღებით იყოს, საკუთარი პოზიციები დაიკავონ და არ მოდუნდნენ, რადგან შესაძლოა, დღევანდელი ღამის განმავლობაში, პოლიციელების მხრიდან შეტევა განხორციელდეს.
 
ამ წუთებში კარვების ქალაქიდან 500-მდე ადამიანი უშიშროების სამსახურის შენობისკენ მიემართება. მათ ადგილზე დამატებით კასრები და შეშა მიაქვთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე სცენის მოწყობასაც გეგმავენ. 
 
უშიშროების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დაშლას არ აპირებენ.  
უკრაინის უშიშროების სამსახურთან ძირითადად "ახალ ძალთა მოძრაობის" წევრები იმყოფებიან. მათთან ერთად არის დეპუტატი, იური დერევიანკო. 
მისი განცხადებით, კვირას დაგეგმილი მარში, უკრაინაში მაინც გაიმართება. 

სიახლეები

“ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას” – ზელენსკი

"ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი....

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტია იმარჯვებს

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი რუმენ რადევის პარტია იმარჯვებს | წერს Deutsche...

დაკავებულია ISIS-ში გაწევრიანებული საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე – სუსი

ბათუმში უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტული ორგანზიაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანების...

ომბუდსმენი: 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა

2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად...