მთავარისიახლეებიპოლიტიკაკარვების ქალაქს უკვე შეეშვნენ, მალე მიხეილ სააკაშვილის იზოლირებაზეც აიღებენ ხელს

კარვების ქალაქს უკვე შეეშვნენ, მალე მიხეილ სააკაშვილის იზოლირებაზეც აიღებენ ხელს

Published on

უკრაინის შს სამინისტროში განაცხადეს, რომ პარლამენტის შენობასთან გაშლილი კარვების ქალაქის აღებას არ აპირებენ. ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" უკრაინის შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. თუმცა კი მიხეილ საკაშვილის დაკავების შემდეგ იქ დიდძალი პოლიციელი და სასწრაფო დახმარების მანქანები ყავდათ მობილიზებული.
თუ პოროშენკო იმ იმედზე იყო, რომ საერთაშორისო საზოგადოების  რეაქცისთვის შაბათ – კვირა  ვერ არის ხელსაყრელი, უკრაინულ მედიში უკვე გამოჩნდა პირველი ცნობები, რომ ის ამაზე პასუხს ხვალვე მიიღებს, მანამდე კი ოპოზიცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან  დგას და  მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნელივ გათავისუფლებას მოითხოვს. 
მიხეილ სააკაშვილი დღეს საღამოს, კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მიხეილ სააკაშვილს 72 საათის განმავლობაში აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. ეს ღონისძიება მაღალი  ალბათობით შინაპატიმრობა იქნება. 
 

სიახლეები

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...

თბილისში, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...