მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით საყვარელიძე: ,,ყველა დიქტატორი ბოლოს ამ გზას ადგება, თუმცა სწორედ ამ...

დავით საყვარელიძე: ,,ყველა დიქტატორი ბოლოს ამ გზას ადგება, თუმცა სწორედ ამ არჩევანით ამთავრებს არსებობას.”

Published on

,,დღეს დაიჭირეს მიშა, ხვალ დაგიჭერენ თქვენ! ყველას, ვინც ხმას ამოიღებს ბარიგებისა და ქურდების წინააღმდეგ, ქვეყნის მძარცველების წინააღმდეგ ''– დავით საყვარელიძე კიეველებს დღეს საღამოს დაკავებული მიხეილ საკაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელთან უხმობს .
 
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან , ასკოლდოვის ქუჩაზე  შეკრებილ ხალხს სულ უფრო მეტი ადამიანი ემატება, პარალელურად იზრდება სპეცრაზმელების რაოდენობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაკავების მომენტისათვის 600 –ს სჭარბობდა. თუნდაც ამაში ჩანს პოროშენკოს რეჟიმის შიში  მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების წინშე. 
 
საყვარელიძემ საუბრობს თუ როგორ შეიტყო სააკაშვილის დაკავების შესახებ. მისი თქმით, მას დაურეკა იმ ადამიანმა, ვის ბინაშიც იმყოფებოდა სააკაშვილი დაკავების დროს. "ის შეუძლოდ გრძნობდა თავს და კარვიდან გადაიყვანეს დროებით ბინაში, რომ იქ ემკურნალათ. როგორც ჩანს შეიტყვეს და ეს მოსალოდნელიც იყო. ეს არის დროებითი, ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი. ამასაც ვაჟკაცურად გადავიტანთ. ყველა ჩვენს გულშემატკივარს მოვუწოდებთ, არ ინერვიულონ, ყველაფერი იქნება კარგად, კარგ ფორმაში ვართ, მოვა ძალიან ბევრი ხალხი და ეს კიდევ უფრო მეტად დაამტკიცებს, რომ ჩვენი ბრძოლა არის გამართლებული",- განაცხადა საყვარელიძემ.
 

კიეველი ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რადასთან გაშლილი კარვების დაშლა, დავით საყვარელიძე აცხადებს,  რომ ეს მცდელობა უსათუოდ იქნება, რადგან, მისი ცნობით, ახლა იქ მობილიზებულია სპეცრაზმი, ტიტუშკები  და  სასწრაფო დახმარების მანქანები.
,,მე მოვუწოდებ ყველას, მუხედავად ასეთი უამინდობისა, გამოვიდეს კარვების ქალაქის დასაცავად. მხოლოდ ასე, ერთობით დავამარცხებთ პეტია  პოროშენკოს, რომელსაც  არაფერი დარჩენია ძალის გამოყენების გარდა და ის უსათუოდ გააკეთებს ამას, რადგან ყველა დიქტატორი ბოლოს ამ გზას ადგება, თუმცა  სწორედ ამ არჩევანით ამთავრებს არსებობას.'' – აცხადებს დავით საყვარელიძე 

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...