ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ბადრი ესებუას სასამართლო სხდომას ბრალდებულიც ესწრება

0
221

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში,ბადრი ესებუას სასამართლო სხდომას ბრალდებულიც ესწრება. სხდომაზე დასწრების მოთხოვნა ბადრი ესებუამ წინა სასამართლოზე წამოაყენა, სადაც განაცხადა, რომ დისტანციურად მას გაუჭირდება თავის დაცვა და საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება.

ბადრი ესებუას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების მუხლებით. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თავად ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.

წინა სტატიაინვესტორის შემოსვლას არ დაველოდებით, ანაკლიის პორტის მშენებლობას წელს დავიწყებთ – პრემიერი
შემდეგი სტატია“გადაარჩინე მიშა” – თბილისში და ბათუმში აქციები იმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური