კიდევ ერთი კილო დაიკლო, კარგს ვერაფერს გეტყვით – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

0
147

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი წონაში ისევ იკლებს. ალასანიამ კლინიკა “ვივამედში” მესამე პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

“[მდგომარეობა] მძიმეა, ერთი კილო კიდევ დავიკელიო, დღეს აუწონიათ. დინამიკა ასეთია. ეს გულიც ბოლოს და ბოლოს, კუნთია, მეტი ხომ არაფერი, რა ვიცი რა გითხრათ, კარგს ვერაფერს გეტყვით”, – თქვა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის წონაში კლებაზე საუბრობენ ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებიც. ისინი კლინიკა “ვივამედში” გუშინ 19 თებერვალს იმყოფებოდნენ. ექიმებს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა თქვეს, რომ მდგომარეობა გაუარესებულია.

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე დასკვნას მომდევნო დღეებში მოამზადებენ.

წინა სტატიაბადრი ესებუას მთავარი მოთხოვნაა, მისი ძმა გათავისუფლდეს
შემდეგი სტატია24 თებერვალს რადამ საქართველოდანაც მიიწვია საპარლამენტო დელეგაცია, “ოცნებამ” ჩასვლაზე უარი თქვა – ვაშაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური