მთავარისიახლეებისაზოგადოება"ზუგდიდი პოკროვსკისთვის" - პოეზიის საღამო "მეგო-ბარში" შაბათს გაიმართება

“ზუგდიდი პოკროვსკისთვის” – პოეზიის საღამო “მეგო-ბარში” შაბათს გაიმართება

Published on

კამპანია “ზუგდიდი პოკროვსკისთვის” ფარგლებში, შაბათს, სოციალური კაფე “მეგო-ბარში” პოეზიის საღამო გაიმართება. აქ მოსულ სტუმრებს საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ პოეტები ზეინაბ სარია, გიორგი შონია და ნიკა ლაშხია. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს სიმბოლური 5 ლარის გადახდა მოუწევთ, რომელიც ზუგდიდთან დამეგობრებული უკრაინული ქალაქის მხარდასაჭერ ფონდში გადაირიცხება.

პოეზიის საღამო “სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის” ორგანიზებით ტარდება და ის 16:00-ზე დაიწყება.

“სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი” სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი აქტივისტების ინიციატივით ზუგდიდში რამდენიმე კვირის წინ დაფუძნდა.

დახმარების სურვილის შემთხვევაში თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ანგარიშებზე:

თიბისი ბანკი: GE39TB7290236080100014

საქართველოს ბანკი: GE85BG0000000541617501

სიახლეები

უიტკოფი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში, „ვნუკოვო-2“ აეროპორტში დაეშვა.სტივენ უიტკოფს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა...

აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

სამოქალაქო აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. საქმე ეხება...

გაეცეს პასუხი კითხვას- რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია პროტესტის წინააღმდეგ – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ საჯაროდ გაეცეს პასუხი კითხვას,...

პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრის, გივი მიქანაძს განცხადებით, მომავალი წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6...