ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული არჩიკო როგავა გაათავისუფლეს. შვილის, თინათინ როგავას ინფორმაციით, დაკავებულის გათავისუფლება 5 დეკემბერს მოხდა. "ენგურის ხიდამდე მოაცილეს, შემდეგ კი ჩვენ დავხვდით. ახლა სახლშია და თავს კარგად გრძნობს", – აღნიშნა მან. მისივე თქმით, დაკავებული მამა-შვილი აჩიკო და პაატა როგავები სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდნენ. შვილი პაატა როგავა კვლავ პატიმრობაში რჩება.მამა- შვილი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე წლის 5 აპრილს დააკავეს.