მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინაზე უარი არ თქვას

მიხეილ სააკაშვილი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინაზე უარი არ თქვას

Published on

მიხეილ სააკაშვილი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინაზე უარი არ თქვას. განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ამერიკული, კატონის ინსტიტუტის კონფერენციაზე გააკეთა.
 
კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაციის ღონისძიების მონაწილეებს, რომლებიც უკრაინაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავდნენ, მიხეილ სააკაშვილი კარვების ქალაქიდან ჩაერთო.
 
მისი თქმით, პეტრო პოროშენკოს ხელისუფლება ხელს უშლის ანტიკორუფციული ორგანოების საქმიანობას, თუმცა უკრაინაში დასავლური ღირებულებების მქონე ახალგაზრდა პილიტიკოსებიც არსებობენ, რომლებიც დასავლეთის ნამდვილ მოკავშირეებს წარმოადგენენ.
 
„დასავლეთმა თითქმის უარი თქვა უკრაინაზე. ჩემი მეგობრებისგან ვისმენ ინფორმაციას, რის დამტკიცებასაც ადგილობრივი ოლიგარქები ცდილობენ, რომ უკრაინა დაკარგულია, მის სათავეში ყოველთვის ოლიგარქები იქნებიან და საზოგადოებას არ შესწევს ძალა, ააშენოს ნორმალური ქვეყანა. მოვუწოდებ დასავლეთს, ხელი არ აიღოს უკრაინელ ხალხზე, რომელიც ძალიან შრომისმოყვარე და ნიჭიერია. მათ, ვინც ამჟამად ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ბლოკირებას ახდენს და კორიფციული გარიგებების გამოძიებას ხელს უშლის, საბანკო ანგარიშები სწორედ ევროპასა და ამერიკაში აქვთ. დასავლეთს შეუძლია ეს მათზე ზეწოლის მოსახდენად გამოიყენოს," – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
უკრაინაში ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა წუხანდელი ღამეც ბარიკადებს მიღმა გაატარა.   უკრაინის გენერალური პროკურორის ულტიმატუმის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი კვლავ რადასთან, კარვების ქალაქში იმყოფება.ბოლო ორი დღის განმავლობაში მისი დაკავების ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ, რადასთან დღეს სიმშვიდეა.
 
„ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები  ემზადებიან  დღეს დაგეგმილი  მორიგი მასშტაბური აქციისთვის, რომელსაც  „ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრებთან ერთად, იულია ტიმოშკენოს „ბატკივშინას“ წარმომადგენლებიც უერთდებიან. ეს არის პასუხი სააკაშვილის მოწოდებაზე   უკრაინის ოპოზიციურ ძალებისადმი გაერთიანდნენ. 
 
„დღეს ერთობლივი აქცია გვაქვს, ვიკრიბებით ოპოზიციური პარტიები, რომელთანაც არ ვერთიანდებით, მაგრამ ჩვენი შეხედულებები ემთხვევა. პლატფორმას ვუთმობთ „ბატკივშინას“. ეს ის პარტიაა, რომელიც ჩვენ გვერდით იდგა საზღვრის გადმოკვეთის და მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობის დროსაც,“ – განაცხადა ოპოზიციური პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის წევრმა, ივან სლობოდიანიკმა. 
 
დღესვე დაგეგმილია პრესკონფერენცია , სადაც „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერები სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. განცხადების გაკეთებას გეგმავს მიხეილ სააკაშვილიც.
 

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...