მთავარისიახლეებიმსოფლიოხანძარი კალიფორნიაში. ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ხანძარი კალიფორნიაში. ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

Published on

კალიფორნიაში ტყის ხანძარმა წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიებს მიაღწია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის 24-საათიანი მუშაობის მიუხედავად, ცეცხლი სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. 
 
სტიქიის დაწყებიდან დღემდე უსაფრთხოების მიზნით 200 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.
 
ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო კალიფორნიის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
 
”კალიფორნიის შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ადგილობრივი ხელისუფლება გუშინდელი დღიდან აცხადებს საევაკუაციო გეგმებს. კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: გთხოვთ შეასრულოთ ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებები. საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ Red Cross-ის ცხელ ხაზს – 866-272-2237 ან დაგვიკავშირდით გენერალურ საკონსულოს Facebook გვერდზე ან შემდეგ ტელეფონზე 212-922-1722. 
 
ადგილზე არსებული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე. http://emergency.lacity.org/skirball-fire” – ნათქვამია განცხადებაში. 
 

სიახლეები

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა - ინფორმაციას უკრაინული მედია რკინიგზის განცხადებაზე დაყრდნობით...

დაიცავი ილიაუნი-ს მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა

დაიცავი ილიაუნი-ს მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა - ინფორმაციას...

41 წლის ასაკში ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა

41 წლის ასაკში ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა - გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის...

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა - ინფორმაციას გამოცემა Bm. ge ავრცელებს და წერს,...