მთავარისიახლეებიმოგიწოდებთ, თავიდან აიცილოთ ტრაგედია, რომელიც ძირს უთხრის თქვენს ევროპულ მისწრაფებებს - ევროპარლამენტარები...

მოგიწოდებთ, თავიდან აიცილოთ ტრაგედია, რომელიც ძირს უთხრის თქვენს ევროპულ მისწრაფებებს – ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილზე

Published on

ოთხი ევროპარლამენტარი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პეტრას აუსტერვიჩუსი, მირიამ ლექსმანი, მარკეტა გრეგოროვა და ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობისადმი “ქართული ოცნების” ხელისუფლების ინდიფერენტული დამოკიდებულების გამო იმედგაცრუებასა და წუხილს გამოთქვამენ.

ევროპარლამენტარები წერენ, რომ იყო ევროპელი, ნიშნავს, ევროპული ფასეულობებისა და იდეალების ერთგულებას, რასაც ამჟამად საქართველოში ვერ ხედავენ.

იხილეთ განცხადება:

“გამოვთქვამთ ღრმა იმედგაცრუებას და სინანულს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებისა და საქართველოს ხელისუფლების გულგრილობის გამო.

ევროპარლამენტმა 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში გამოხატა შეშფოთება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მოითხოვა მისი გათავისუფლება ჰუმანიტარული ნიშნით, რათა მას მიეღო სათანადო სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ. მას შემდეგ ეს შეშფოთება კიდევ არაერთხელ გამოვთქვით.

ჩვენ ვაღიარებთ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. იყო ევროპელი, ნიშნავს, ევროპული ფასეულობებისა და იდეალების ერთგულებას, რასაც ამჟამად ვერ ვხედავთ საქართველოში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, პატივი სცენ პრეზიდენტ სააკაშვილის ადამიანურ ღირსებას და დაიცვან მისი სიცოცხლე. მოგიწოდებთ, თავიდან აიცილოთ ტრაგედია, რომელიც ძირს უთხრის თქვენს ევროპულ მისწრაფებებს და გააჭიანურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას”.

სიახლეები

14 წლის მოზარდი დედა გახდა – დაკავებულია 2 პირი

იმერეთში, 14 წლის მოზარდი დედა გახდა - "ტაბულას" ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს -...

“ის, რაც სუსმა გააკეთა, არის საბავშვო ბაღი” – გიორგი ლუბარეცი

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი ფეისბუქზე აჯამებს, რაზე მიიღო და რაზე არ მიუღია პასუხი საზოგადოებას ხელისუფლების...

დაუთი- კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს ეუთოს წინაშე...

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...