მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი: ”მე მჯერა მიშას ბრძოლის, მისი ადამიანურობის და სიმართლის"

სანდრა რულოვსი: ”მე მჯერა მიშას ბრძოლის, მისი ადამიანურობის და სიმართლის”

Published on

მე მჯერა მიშას ადამიანურობის და სიმართლის, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა განუცხადა. 
 
რულოვსმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება გონს მოვა.
 
”რა თქმა უნდა ცდილობენ, რომ გააჩერონ მიშა, მაგრამ მე მგონი, ისეთი პროცესები აქვს მას უკრაინაში დაწყებული, რომ ამის უკანა გზა არც არსებობს.
 
როგორც ვიცი, დღეს რეგიონებიდან უერთდება ხალხი. მიშა რომც დაიჭირონ და ცოტა ხანი მაინც აქტიური არ იყოს, ეს პროცესი მაინც გაგრძელდება. მე ასე მჯერა, მაგრამ მიშას აქვს გამოცდილება და ყველაზე დიდი მონდომება, რომ უკრაინას დაეხმაროს კორუფციის დამარცხებაში, როგორც საქართველოს დაეხმარა, რომ მეტი პონტენციალი ეჩვენებინა მსოფლიოსთვის. ამის გეგმები აქვს. უკრაინის განვითარება უფრო სწრაფი ტემპებით შეიძლება, რადგან უფრო დიდი ქვეყანაა, ხალხი ძალიან ბევრია, ბევრი შეძლებული ხალხიც არის ვინ შეიძლება მხარში დაუდგეს. მე დიდი იმედით ვარ, რომ უკრაინის მთავრობა მოვა გონს. ჩანს ამერიკის და ევროპის მხარდაჭერა მიშას ფიზიკური უსაფრთხოების საკითხზე და გამჭვირვალე პროცესებზე. მე ვფიქრობ, გვაქვს დღეს შანსი, რომ მშვიდობიანი დღე იყოს და მუქარები მუქარად დარჩეს”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა და დასძინა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის სიმართლის და ადამიანურობის სჯერა.
 
”მისი ბრძოლის, მისი ადამიანურობის და სიმართლის მე მჯერა. მე როგორც ვიცი, ახლა არის თავის მომხრეებთან ერთად. იმ ბანაკში, სადაც ადრე იყო. მხარდამჭერების ბანაკში, რომელიც რადასთან ახლოს არის. ცივი ამინდია და ვნახოთ, როგორ გადაიტანა ღამე”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
 
ყოფილი პირველი ლედი უკრაინაში მეუღლის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაემგზავრა.
 

სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...