“ვივა მედის” დირექტორი ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტს კახექსიის დიაგნოზი აქვს

0
223

კლინიკა “ვივა მედის” დირექტორი ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტს კახექსიის დიაგნოზი აქვს. მისი თქმით, დიაგნოზი ბოლო პერიოდში დასვეს, თუმცა არ დაუზუსტებია რომელ რიცხვში. ამ თემაზე მან სასამართლოში გამოკითხვაზე ისაუბრა.

“კახექსია ჩვენ გამოვიტანეთ, დემენცია ჩვენ არ გამოგვიტანია. კახექსია ბოლოს, მასის ინდექსის კლებასთან ერთად გამოვიტანეთ. რადგან რაღაც პერიოდში მასის ინდექსის კლება მკვეთრად მოხდა, იმიტომ”, – თქვა ნადირაძემ.

გამოკითხვის დროს ნადირაძემ თქვა, რომ ექიმებზე დაყრდნობით შეუძლია უარყოს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს მალაბსორბცია და საკვები ნივთიერებების შეწოვის პრობლემა.

ნადირაძის განმარტებით, მალაბსორციით გამოწვეული კახექსია მძიმე დიაგნოზია, თუმცა მიხეილ სააკაშვილის კახექსია გამოწვეულია კვების გამო – “დაგვთანხმდეს კვებაზე, კვებითი დანამატების მიღებაზე, შესაბამის მკურნალობაზე და დაინახავთ როგორ იქნება”.

წინა სტატიათქვენ მითხარით: მიშა ბინძურია, ყარს და მეზიზღებაო – ნინო ნადირაძე ხაჭაპურიძეს
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი უკრაინაში ჩავიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური