მთავარისიახლეებისაზოგადოებასახდეპმა ლომჯარიასა და მის გუნდს ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა

სახდეპმა ლომჯარიასა და მის გუნდს ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა

Published on

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და მის გუნდს
ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა.

“ქალბატონი ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველის პოსტს 2017-2022 წლებში იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით სახალხო დამცველის აპარატი ფართოდ განიხილებოდა ყველაზე დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტად საქართველოში. თანამდებობაზე მისი ყოფნის დროს ნინო და მისი გუნდი მხარს უჭერდა ადამიანების უფლებების დაცვის გაძლიერებას, ზოგჯერ ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, მათ შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა.

სახალხო დამცველის აპარატი მუშაობდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, პატიმრების, ლგბტქ+ პირებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად. პოლიტიკური კუთვნილების გარეშე ცდილობდა აეშენებინა დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც შეესაბამება მისი მოქალაქეების ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სიახლეები

ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

რუსული ძალების მიერ ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა - უკრაინის საგანგებო...

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი – კლერ ტუოდე

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში საფრანგეთის მუდმივი...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაშია ნათქვამი. „დაინიშნოს მიხაილო...

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დაკავებულია - ილია ღუდუშაური გუშინ საღამოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში...