მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენ აქ უნდა ვიყოთ, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ექსპრეზიდენტს - იულია ტიმოშენკო

ჩვენ აქ უნდა ვიყოთ, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ექსპრეზიდენტს – იულია ტიმოშენკო

Published on

უკრაინის პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ რადას დეპუტატებს მიმართა.„ორი რევოლუციის შემდეგ, მასობრივი რეპრესიების შემდეგ, მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე მიმდინარეობს მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ," – ეს განცხადება პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.იულია ტიმოშენკომ მიმართა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობას, გენერალურ პროკურორს, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას მივიდნენ რადაში, რათა მოისმინონ ახსნა-განმარტება სააკაშვილის დაკავების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.„როდესაც მასთან შეცვივდნენ სახლში, არ უშვებდნენ ადვოკატებს, არ უშვებდნენ დეპუტატებს, აიძულეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასულიყო სახურავზე და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის აპირებდა სახურავიდან გადმოხტომას, რადგანაც ეს იყო მისი პროტესტი იმ პოლიტიკური მოქმედების წინააღმდეგ, ჩვენ აქ უნდა  ვიყოთ, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ექსპრეზიდენტს. არავის აქვს უფლება, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე პრაქტიკულად განახორციელოს პოლიტიკური ტერორი, რომელიც დღეს გახდა უკრაინის სახე. შევთანხმდით, ერთობლივ შეხვედრაზე, რათა შევხვდეთ 14:00 საათზე,“ – განაცხადა ტიმოშენკომ.

სიახლეები

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...