მთავარიUncategorizedაქ ყველა ტყუის - გიული ალასანია "ვივა მედზე"

აქ ყველა ტყუის – გიული ალასანია “ვივა მედზე”

Published on

გიული ალასანია დარწმუნებულია, რომ “ვივა მედის” ექიმები ზეწოლის ქვეშ არიან და ყველა ტყუის. მიხეილ სააკაშვილის დედა ფიქრობს, რომ ყველაფერს სათავებში თავად ბიძინა ივანიშვილი უდგას.

“ვივა მედიდან” გამოსული პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ მდგომარეობა კრიტიკულია, სააკაშვილი 68 კილოს იწონის, მედიკოსებს კი საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

ეს ტყუილები იმიტომ ხდება, რომ ადამიანია რის მოწამლული. აი ეს არის პორბლემა, დანარჩენი პრობლემა მომდინარეობს ამ მოწამვლიდან. აქ ყველა ტყუის. ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას (ივანიშვილი). უშუალოდ ამათთან ვის აქვს კავშირი არ ვიცი, მე ზოგადად ვამბობ. მედიკოსები ზეწოლის ქვეშ არის, მეც ამ ტყუილებში ხომ არ მივიღებ მონაწილეობს, მთელი ვერტიკალი ტყუის. გონების დაკარგვას აქვს მოწმობა, ჩაწერა ხდება. საერთოდ უარყობენმ, საერთოდ არ მომხდარაო და როგორ არ მომხდარა, ამას ჰყავს მოწმე სანიტარი და რა თქმა უნდა საბადრაგო სამსახური. ადამიანს, რომელსაც ჰქონდა 120 კგ წონა, დღეს აქვს 68 და რაღაცა. ე.ი. დაიწყო კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი. რეანიმაციაზე საუბარი აღარ არის, ნმიერთებულია ადამიანი მთელი ღამე და პალატაში მთელი ღამე ექთანი უზის. არ უნდათ აღიარონ, რომ ის არის ძალიან მძიმე და გადასაყვანია. ეს არის პრობლემა, რომ არ უნდათ გადაყვანა. ამბობენ, არა, არაუშავს, ჩვენ თვითონ. ხომ ვხედავთ, „თვითონ“ რა შედეგსაც ვიღებთ. ორგანიზმი ჩამოიშალა მთლიანად და ამას არაფერი და ეს თუ არის საშუალო სიმძიმის ავადმყოფი, მაშინ მე არ ვიცი მძიმე ავადმყოფი რა არის”, – თქვა ალასანიამ.

სიახლეები

ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია – ზაქრო გვიშიანი

დიშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ გამარჯვება მიაღწეულია - ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება...

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში – გრიგოლ გეგელია

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში - ასე ეხმაურება "ლელო- ძლიერი საქართველოს"...

როდესაც ერევანში ორ სკამზე ჯდომას ცდილობენ, არავისთვის არის მისაღები- ზახაროვა

სომხეთის ხელმძღვანელობა უნდა ჩამოყალიბდეს კურსთან დაკავშირებით, ქვეყანა ვერ შეძლებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს...

საქართველო არაა სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო გამოაყოლო და გამოსწორება მოსთხოვო-კობახიძე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებაზე - "მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ...