მღელვარებაა ამ წუთებში კიევში, კოსტელნაიას ქუჩაზე მდებარე კორპუსში და მის ირგვლივ, სადაც სპეცრაზმია მობილიზებული და დილიდან საქართველოს პრეზიდენტია და უკრაინის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ბინაში შეჭრას ცდილობს.
მათ ამის საშუალებას ბოლო წუთამდე არ აძლევდა ხალხი, რომელიც აქ დავით საყვარელიძის მიერ ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე შეიკრიბა, თუმცა უკრაინული მედიის ცნობით, ბოლოს მათ მაინც შეძლეს კარების შემტვრევა.
უკრაინული მედიის ცნობით, მათ მიხეილ სააკაშვილი ბინაში არ დახვდათ და ახლა სახურავზე და სხვენში აიან ასული. სახლთან მისულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები
ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის თანაგუნდელები, ადვოკატები და რიგითი კიეველები.
როგორც ისინი აცხადებენ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები პასუხებს არ სცემენ მათ შეკითხვებს ბინაში შეჭრის მიზეზისა და მიზნის შესახებ, თუმცა მცირე ხნის წინათ უკრაინული ტელეარხის TV24 – ის ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახურში დაადასტურეს მიხეილ სააკაშვილის სახლში მიმდინარე ჩხრეკის ფაქტი.
ამ დროისთვის ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსიაა გავრცელებული.
ერთი ვერსიით, მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ დააკავეს სავარაუდოდ, მისი სახლის სახურავზე დააკავეს.სხვა ვერსიით, სინი ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ , ყოველ შემთხვევაში, სახურავიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, შესაძლებელია აღნიშნული კორპუსის ნებისმიერ სადარბაზოში ჩასვლა შესაბამისად, სპეცდანიშნულების რაზმის ის მიკროავტობუსმა, რომელშიც სავარაუდოდ აპირებდნენ მიხეილ სააკაშვილის მოთავსებას მისი დაკავების შემდეგ, გადაინაცვლა გვერდზე სადარბაზოსთან, სადაც ასევე გადაინაცვლეს იმ სპეცრაზმელების ნაწილმა.
“არ მისცეთ უფლება რომ ჩაიდინონ დანაშაული”- ეს განცხადება, სააკაშვილმა, რომელიც ჩხრეკის დროს კორპუსის სახურავზე ავიდა, ცოტა ხნის წინ, სახურავზე გააკეთა – ოპოზიციის ლიდერი ასევე მოუწოდებს ხალხს არ დაუშვას რომ კორუპმპირებულმა ხელისუფლებამ უკრაინა საბოლოოდ გაანადგუროს.
“მე სიცოცხლის ფასად მზად ვარ უკრაინისთვის ვიბრძოლო”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინის პარლამენტის წევრი იგორ სოგოლევი აცხადებს, რომ პოროშენკო ცდილობს იმ ადამიანის დაჭერას და ქვეყნიდან გაძევებას, რომელიც უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის. მისი თქმით, მასთან ერთად უკრაინის უშიშროება ცდილობს იმ ადამიანების დაკავებასაც, რომლებიც კორუფციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან
.მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციას გეგმავს.
“იმის გამო , რომ ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს საემიგრაციო სამსახურის ქმედება, მიხეილ სააკაშვილისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ, კანონმდებლობის თანახმად დეპორტაცია და ექსტრადიცია დაუშვებელია,”- აცხადებს რუსლან ჩერნოლუცკი.
ადვოკატი ორ ვერსიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შესაძლოა უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის უკრაინიდან უკანონო გაძევებას ან მის დაკავებას გეგმავდეს. ადვოკატი ამბობს, რომ ორივე ქმედება ნებისმიერ შემთხვევაში უკანონო იქნება.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ამ დილის მოვლენები, აშკარაა, რომ ახლოვდება ქარიშხალი, რომლის შესახებ მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია და განსაკუთრებით ბოლო დღეებში ლაპარაკობდა, ქარიშხალი არა პირადად მისთვის და მისი მხარდამჭერებისათვის, არამედ ოლიგარქებისათვის უკრაინასა და საქართველოში.
ამ ქარიშხლის მაუწყებელია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებაც.
სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრება მხოლოდ დააჩქარებს პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს.