მთავარისიახლეებიპოლიტიკადაზვერვის სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღარ გაერთიანდება

დაზვერვის სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღარ გაერთიანდება

Published on

დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანების საკითხი პარლამენტში ინიცირებული აღარ არის, აღნიშნული საკითხი კანონპროექტის პაკეტიდან მთავრობამ უკან გაიწვია. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
 
”გაწვეულია მთელი რიგი კანონპროექტებისა. მთლიანობაში პაკეტში შედიოდა 112 პროექტი და 12 აქედან გაწვეულია. ერთ-ერთი შეეხება დაზვერვის სამსახურს. 
საუბარია იმაზე, რომ დაზვერვის სამსახური უნდა შეერთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით შედგა საპარლამენტო კონსულტაციები და ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იქნას გაწვეული შესაბამისი ნაწილი პაკეტის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
 
თავის მხრივ, ჟურნალისტებთან აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ.
 
"მიმდინარეობდა კონსულტაციები როგორც მთავრობის შიგნით, ისე პარლამენტთან და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გამოვითხოვოთ კანონები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო უსართხოების სამსახურის და დაზვერვის სამსახურის გაერთიანებას. ეს ორი უწყება აღარ გაერთიანდება", – განაცხადა შალვა თადუმაძემ.


 

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...