მთავარისიახლეებისაზოგადოება"პარკირების ადგილი დახაზული არ არის, არც სალარო აპარატი აქვთ"- გულუას ქუჩაზე...

“პარკირების ადგილი დახაზული არ არის, არც სალარო აპარატი აქვთ”- გულუას ქუჩაზე მძღოლები და ადგილზე მოვაჭრეები პარკირებას ეწინააღმდეგებიან [Video]

Published on

შპს „თაუნპარკის“ მიერ პარკირების მოწყობას გულუას ქუჩაზე მძღოლები ეწინააღმდეგებიან. ტრაფარეტი კომპანიამ რამდენიმე დღის წინ ჩამოკიდა, ხოლო 1-ლი დეკემბრიდან უკვე მძღოლებს ტერიტორიაზე მანქანის დაყენებაში ფულს ახდევინებენ. გულუას ქუჩაზე (სვანურ კოშკთან), სადაც ღია ბაზრობაა განთავსებული, მოვაჭრეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. „ ვის აქვს შვილო პარკირების ფული, როცა ადამიანი მოდის და 30 თეთრად ერთ ცალ ლიმონს რომ ყიდულობს, იმას როგორ უნდა გადააახდევინო 1 ლარი?“- ამბობს „ოდიშინიუსთან“ სვეტა ჯიქია.
 
 
“ტაქსის მძღოლები დღეში ერთ ლარს ვერ აკეთებენ, რომ სახლში პური წაიღონ და ეს როგორ გადაიხადონ?“- ამბობენ მოაჭრეები. თავის მხრივ მძღოლები პრობლემას იმაში ხედავენ, რომ ტერიტორია დახაზული არ არის და არც სალარო აპარატი აქვთ, რომ ქვითარი მიიღონ. „ ახლა გავიგე, რომ ფასიანი გამხდარა, მომცემენ ალბათ ჩეკს და მერე გადავიხდი, მანამდე  არა“- გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ. რაც შეეხება „თაუნპარკს“, კომპანიის წარმომადგენელი ნუგზარ ქირია ამბობს, რომ 1-ლი დეკემბრიდან მუშაობს: „1 ლარია ტაქსებისთვის ერთი საათის გაჩერება, ხოლო ისე რომ მოდიან, მაშინ 50 თეთრი. დავხაზავთო მითხრეს და დახაზავენ ალბათ, არ ვიცი, მე მევალება ფულის აკრეფა და მერე მიმაქვს ეს ფული საღამოს და ვაბარებ…ასე 35-40 ლარია დღეში, მეტი არა, მომცემენ ალბათ სალარო აპარატსაც, აბა როგორ იქნება“- განაცხადა ქირიამ. „თაუნ პარკმა“ ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა.კომპანიას ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ პარკმა“ ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს.
 
 
 

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....