მთავარისიახლეებიმსოფლიოაუცილებლად დადგება დღე, როდესაც უკრაინის დროშა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშებთან იქნება გათანაბრებული...

აუცილებლად დადგება დღე, როდესაც უკრაინის დროშა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშებთან იქნება გათანაბრებული – ზელენსკი

Published on

“აუცილებლად დადგება დღე, როდესაც უკრაინის დროშა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშებთან გათანაბრებული იქნება” – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა შტაბის სხდომის დეტალებზეც ისაუბრა, მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა დონეცკის ოლქში, ბახმუტისა და სოლედარის მიმართულებებისთვის დეტალური საბრძოლო სტრატეგიის შემუშავება იყო.

“გავმართე შტაბის მორიგი შეხვედრა, რომლის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია – სოლედარი, ბახმუტი და ზოგადად დონეცკის ოლქში მიმდინარე ბრძოლა იყო. დეტალურად გავაანალიზეთ, რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, როგორი გადაჯგუფება გვჭირდება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს დღეებში. ასევე ვისაუბრეთ იარაღის მიწოდებასა და პარტნიორებთან არსებულ კომუნიკაციაზე. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება, ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც უკრაინის დროშა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშებთან იქნება გათანაბრებული,” – აცხადებს ზელენსკი

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....