მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიევში იმპიჩმენტის მარში მიმდინარეობს

კიევში იმპიჩმენტის მარში მიმდინარეობს

Published on

კიევში  იმპიჩმენტის მარში მიმდინარეობს. 
მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში პრეზდენტის პოსტიდან პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით.
მარშის მონაწილეებმა დღის პირველი საათიდან დაიწყეს შეკრება ტარას შევჩენკოს სახელობის პარკში და სამი საათისთვის ტარას შევჩენკოს ბულვარის საფეხმავლო გზით ორგანიზებული მსვლელობით დაიძრნენ ევროპის მოედნისაკენ, რომელიც დილიდანვე იყო გადაკეტილი პოლიციელების მიერ.  დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გააძლიერეს დაცვა, თვალშისაცემად იმატა ქვეითი პატრულის რაოდენობამ, თუმცა ამან ვერ შეაფერხა ხალხი. 
 კოლონას წინ მიხილ სააკაშვილი მიუძღვის.
 
მარშის მონაწილეები სკანდირებენ: ,,იმპიჩმენტი!'',  ,,არა – კორუფციას, არა – პოროშენკოს!'', ძირს ბანდა, ძირს ბარიგები!'', ,,იმპჩმენტი რევოლუციის ნაცვლად!'', ,,ერტად ჩვენ ბერნი ვათ, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს!'', აღსდექ, კიევო!'' მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ მარშს შეუერთდნენ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, პასუხად მისი მიმართვისა, რომელიც მან ამ დღეებში გააკეთა: Юлія Тимошенко, Андрій Садовий, Анатолій Гриценко, Василь Гацько (Vasyl Gatsko), Олег Тягнибок, Valentyn Nalyvaichenko, Dmytro Dobrodomov, Віктор Чумак, Егор Фирсов, Mustafa Nayyem
~ ეს,  შესაძლებელია იყოს ერთადერთი შანსი მშვიდობიანი, კანონიერი გზით შევაჩეროთ უკრაინის სვლა დიქტატურისკენ. 
 "ღირების რევოლუციის " დაწყებიდან, 4 წლის შემდეგ, ხელისუფლებას არავინ დაუსჯია მაიდნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, მასიურად არღვევს ადამიანის უფლებებს, ხოლო ყველაზე მთავარია ის, რომ ყოველდღიურად ძარცვავს არმიას, სიღარიბისკენ უბიძგებს პენსიონერებს, უსპობს ღირსეულ მომავალს ჩვენს ახალგაზრდობას.
თუ ჩვენ მათ არ შევაჩერებთ ახლა, ჩვენ ვუღალატებთ ღირსების რევოლუციას, ვუღალატებთ ყველას მას, ვინც თავის შესწირა კიევსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. მაგრამ კიდევ უფრო უარესი-ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას!
როდესაც ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება ებრძოლოს კორუფციას, შეაჩეროს პოლიტიკური რეპრესიები და მოიყვანოს წესრიგი სახელმწიფოში, თავისუფალი  ნება უნდა გამოავლინოს ხალხმა. ჩვენ ერთად დავიბრუნებთ ქვეყანას, ერთად გავიმარჯვებთ მტერზე, ერთად-დავიბრუნებთ ყირიმსა და დონბასს.
ამიტომ, მე მოგიწოდებთ თქვენ,  დადგეთ ხალხის გვერდით, რომლებიც ხვალ გამოვლენ ქუჩაში იმპიჩმენტის მარშზე. ეს მარში უკრაინის ყველა მოქალაქისაა, ნამდვილი პატრიოტებისაა, რომლებიც არ ნებდებიან, მზად არიან დაიცვან თავისი საერთო ინტერესები და მიუჩინონ  თავისი ადგილი ხელისუფლებას უზურპაციის მცდელობაში.
 

სიახლეები

ტრამპის წარმომადგენელი მოსკოვიდან აშშ-ში ბრუნდება

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსულ მხარეს შეხვდა....

CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა...

ტრამპის ადმინისტრაციამ კიტ კელოგი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან მოხსნეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი, ომის დასრულებაზე მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან,...