მთავარისიახლეებისაზოგადოება"სასჯელის მოხდისგან თავის არიდების" გეგმა სრულდება - ნიკოლაიშვილი

“სასჯელის მოხდისგან თავის არიდების” გეგმა სრულდება – ნიკოლაიშვილი

Published on

პენიტენციური დაწესებულების ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით “სასჯელის მოხდისგან თავის არიდების” გეგმა სრულდება. მისივე თქმით, ამერიკელი ექსპერტების დასკვნები ზედაპირულ მონაცემებს ეყრდნობა და მათ სიტუაცია პირადად არ აქვთ შესწავლილი.

ეს კომენტარი მან გუშინდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“ეს ოპერაცია, რომელსაც შეიძლება დავარქვათ სასჯელის მოხდისგან თავის არიდების რაღაცა გეგმის შესრულება, მიმდინარეობს. მე არ ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის დაავადებული რაღაც დაავადებებით, რომელიც სტრესისგან არის გამოწვეული და შეუგუებლობისგან, მიუღებლობისგან მისი მდგომარეობის.

მიუხედავად იმ რეგალიებისა, და უცხოელობისა და ამერიკელობისა, რეალურად, აშკარად ჩანს, რომ ადამიანები თავიანთ დასკვნებს წერენ ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც არის ან ძალიან ზედაპურული, ან სხვისი გადმოცემით, ან ადვოკატის ინფორმაციით, ან სხვა ექსპერტის დასკვნით, თვითონ არ აქვთ ნანახი”, – თქვა გელა ნიკოლაიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესები 17 და 20 იანვარს ჩაინიშნა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ექსპერტებმა რამდენიმე დიაგნოზი დასვევს, რომლებიც სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....