მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიევში იმპიჩმენტის მარში მიმდინარეობს

კიევში იმპიჩმენტის მარში მიმდინარეობს

Published on

კიევში  იმპიჩმენტის მარში მიმდინარეობს. 
მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში პრეზდენტის პოსტიდან პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით.
მარშის მონაწილეებმა დღის პირველი საათიდან დაიწყეს შეკრება ტარას შევჩენკოს სახელობის პარკში და სამი საათისთვის ტარას შევჩენკოს ბულვარის საფეხმავლო გზით ორგანიზებული მსვლელობით დაიძრნენ ევროპის მოედნისაკენ, რომელიც დილიდანვე გადაკეტეს პოლიციელებმა.
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გააძლიერეს დაცვა, თვალშისაცემად იმატა ქვეითი პატრულების რაოდენობამ, თუმცა ამან ვერ შეაჩერა კოლონა.
 კოლონას წინ მიხილ სააკაშვილი მიუძღვის.
 
 
 
მარშის მნაწილეები სკანდირებენ: ,,იმპიჩმენტი!'',  ,,არა – კორუფციას, არა – პოროშენკოს!'', ძირს ბანდა, ძირს ბარიგები!'', ,,იმპჩმენტი რევოლუციის ნაცვლად!'', ,,ერთად ჩვენ ბერნი ვათ, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს!'', ,,აღსდექ, კიევო!''
მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ მარშს შეუერთდნენ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, პასუხად მისი მიმართვისა, რომელიც მან ამ დღეებში გააკეთა იულია ტიმოშენკოს, ანდრეი სადოვისმ, ანატოლი გერაშჩენკოს, ვასილი გაცკის, ოლეგ ტიაგნიბოკის, ვალენტინ ნალივაიჩენკოს, დმიტრო დობროდომოვისა და სხვატა მიმართ.  
,,ეს,  შესაძლებელია იყოს ერთადერთი შანსი მშვიდობიანი, კანონიერი გზით შევაჩეროთ უკრაინის სვლა დიქტატურისკენ. – ნათქვამია მიმართვაში –  "ღირების რევოლუციის " დაწყებიდან, 4 წლის შემდეგ, ხელისუფლებას არავინ დაუსჯია მაიდნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, მასიურად არღვევს ადამიანის უფლებებს, ხოლო ყველაზე მთავარია ის, რომ ყოველდღიურად ძარცვავს არმიას, სიღარიბისკენ უბიძგებს პენსიონერებს, უსპობს ღირსეულ მომავალს ჩვენს ახალგაზრდობას.
თუ ჩვენ მათ არ შევაჩერებთ ახლა, ჩვენ ვუღალატებთ ღირსების რევოლუციას, ვუღალატებთ ყველას მას, ვინც თავის შესწირა კიევსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. მაგრამ კიდევ უფრო უარესი-ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას!
როდესაც ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება ებრძოლოს კორუფციას, შეაჩეროს პოლიტიკური რეპრესიები და მოიყვანოს წესრიგი სახელმწიფოში, თავისუფალი  ნება უნდა გამოავლინოს ხალხმა. ჩვენ ერთად დავიბრუნებთ ქვეყანას, ერთად გავიმარჯვებთ მტერზე, ერთად-დავიბრუნებთ ყირიმსა და დონბასს.
ამიტომ, მე მოგიწოდებთ თქვენ,  დადგეთ ხალხის გვერდით, რომლებიც ხვალ გამოვლენ ქუჩაში იმპიჩმენტის მარშზე. ეს მარში უკრაინის ყველა მოქალაქისაა, ნამდვილი პატრიოტებისაა, რომლებიც არ ნებდებიან, მზად არიან დაიცვან თავისი საერთო ინტერესები და მიუჩინონ  თავისი ადგილი ხელისუფლებას უზურპაციის მცდელობაში.'' – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, უკრაინის ოპოზიციურ ძალთა მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკურ თანამოაზრეებს.
 
 

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...