მთავარისიახლეებისასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო - სხდომაზე ამერიკელ ექსპერტს გამოკითხავენ

სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო – სხდომაზე ამერიკელ ექსპერტს გამოკითხავენ

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი დაიწყო. მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე მსჯელობს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს. უფლებადამცველები და ოჯახი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, შესაბამისად აუცილებელია გადაწყვეტილება სასამართლომ სწრაფად მიიღოს.

პროცესზე ნევროლოგი, ამერიკელი ექსპერტი – ემანუელ ლახანი გამოიკითხება.

“ბატონი ლახანი გახლავთ უმნიშვნელოვანესი ექსპერტი ამ საქმეში, ნევროლოგი, ის ისაუბრებს დემენციის დიაგნოზზე და იმ სხვა მძიმე დიაგნოზებზე, რომელიც მას თავის დასკვნაში აქვს აღწერილი. გარდა ამისა, პასუხი გაეცემა წინა სასამართლო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ წამოყენების საკითხს, თითქოს საქმეში არ არსებობს გულყრის ეპიზოდები და არ არსებობს თურმე კომპიუტერული ტომოგრაფიები თავის ტვინის ნივთიერების შემცირებასთან დაკავშირებით, ეს მიეთითება სასამართლოს გვერდებით, ფურცლებით და ჩანაწერებით, თავად მათივე სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ჩანაწერები და ცუდია, რომ ისინი საქმის მასალებს არ იცნობენ”, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

თავად მიხეილ სააკაშვილი პროცესს ვერ ესწრება, დედამ, გიული ალასანიამ თქვა, რომ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ის ჩართვას ვერც დისტანციურად ვერ შეძლებდა.

საქალაქო სასამართლოში შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც.

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...