მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინის ბრძანებით 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლი შეწყდება

პუტინის ბრძანებით 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლი შეწყდება

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. ამის შესახებ ინფორმაცია კრერმლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პუტინის განკარგულების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.

“იმის გათვალისწინებით, რომ საომარი მოქმედებების ზონაში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც შობის დღეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

7 იანვარს რუსეთი შობას აღნიშნავს. მანამდე, რუსეთის პატრიარქმა, კირილმა, “საშინაო კონფლიქტში” მონაწილე მხარეებს “საშობაო ზავის” დამყარებისკენ მოუწოდა.

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალი ფრთოსანი რაკეტის, „ფილინის“ გამოყენება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის სიჩქარე 800...

22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას დაბადების დღეა ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში...