მთავარისიახლეებიმსოფლიომედვედევი თეთრ სახლს დარტყმით დაემუქრა

მედვედევი თეთრ სახლს დარტყმით დაემუქრა

Published on

რუსეთს სურს, რომ 1000 კმ-ზე მფრენი რაკეტები ვაშინგტონთან ახლოს განათავსოს.

ფრეგატი “ადმირალი გორშკოვი”, რომელიც რუსეთმა ახლახან გაგზავნა სამხედრო მისიით, აშშ-ის ნაპირებთან, თეთრი სახლიდან არც ისე შორს დადგება.

ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა დღეს, 5 იანვარს განაცხადა. 

ტრადიციულად, მედვედევმა მანერას არ უღალატა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო აშშ შეურაცხმყოფლად მოიხსენია, უწოდა რა ამერიკელებს “sons of bitches” (ბო*იშვილები, ნაბიჭვრები).

ასევე,მედვედევმა თქვა, რომ მთავარი საახალწლო საჩუქარი, “ადმირალ გორშკოვის” და რაკეტა “ცირკონის” სახით (ფრეგატი ამ რაკეტის მატარებელია), უკვე გაგზავნილია ნატოს ნაპირებისკენ.

“დადგება სადღაც, 100 მილზე ნაპირიდან, მდინარე პოტომაკთან ახლოს”, – დაამატა მედვედევმა. 

100 მილი დაახლოებით 160 კმ-ია, ხოლო მდინარე პოტომაკზე დგას ვაშინგტონი.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....