მთავარისიახლეებისაზოგადოება2030 წლისთვის, ადამიანები 800 მილიონამდე სამუშაო ადგილს დაკარგავენ და მათ რობოტები ჩაანაცვლებენ.

2030 წლისთვის, ადამიანები 800 მილიონამდე სამუშაო ადგილს დაკარგავენ და მათ რობოტები ჩაანაცვლებენ.

Published on

მსოფლიო მასშტაბით, 2030 წლისთვის, ადამიანები 800 მილიონამდე სამუშაო ადგილს დაკარგავენ და მათ რობოტები ჩაანაცვლებენ. ამის შესახებ მაკკინსის მსოფლიო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია.კვლევა, რომელიც 46 ქვეყნის 800 პროფესიას აერთიანებს საუბარია, რომ ტექნოლოგიები სამუშაო ადგილების თითქმის 1/5-ზე ზეგავლენას იქონიებს. კვლევაში ნათქვამია, რომ ისეთ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს როგორებიცაა გერმანია და აშშ, დასაქმებულების 1/3-ს სხვა სამუშაო ადგილის დასაკავებლად შესაძლოა პროფესიული გადამზადება დასჭირდეს.რობოტები ყველაზე მეტად ტექნოლოგიებისა და კვების სფეროში მომუშავე ოპერატორებს დაარტყამენ. იმ ქვეყნებს კი, რომელთაც მწირი ფინანსური რესურსი აქვთ სისტემის ავტომატურ რეჟიმზე გადასასვლელად ნაკლები ინვესტიციის განხორციელება მათზე დიდ ზეგავლენას არ მოახდენს.  კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ყველაზე მეტად იპოთეკარებს, იურისტის დამხმარეებს, ბუღალტრებსა და იმ ადამიანებს დააზიანებთ, რომელთაც საოფისე საქმეების კეთება უწევთ. ისეთ პროფესიებს, რომლებიც ადამიანებთან პირადად ურთიერთობას მოითხოვს (მედიკოსები, იურისტები, მასწავლებლები და ბარმენები) ნაკლებ სავარაუდოა, რომ რობოტები მათ სამუშაო ადგილებს წაართმევენ.სწორედ ამიტომ კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში საუნივერსიტეტო განათლებაზე მოთხოვნა გაიზრდება. პროფესიების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება არ სჭირდება საგრძნობლად შემცირდება.მხოლოდ აშშ-ში 2030 წლისთვის 39-დან 73 მილიონამდე სამუშაო ადგილი ავტომატიზირებული იქნება. მაკკინსის მსოფლიო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში საუბარია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ამავე პერიოდისთვის სამუშაო ადგილების 20%-ს რობოტები დაიკავებენ.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...