ევრო სასამართლოს ნაცვლად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. იუსტიციის საბჭოს ყოფილმა წევრმა ევა გოცირიძემ ქვეყნის მთავარი სასამართლოს, მოსამართლის მანდატი დღეს 10 წლის ვადით მიიღო. გოცირიძეს დღეს ნდობა პარლამენტში, მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატებმა გამოუცხადეს. ოპოზიცია კი გოცირიძის საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესებას კონკრეტულ საფრთხეებს უკავშირებს. “მე ყველანაირად შევეცდები, რომ გავამართლო ეს ნდობა და ვიყო ღირსეული მოსამართლე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსი. ეს არის ჩემი პროფესიული ღირსების და თავმოყვარეობის საკითხი, ვიყო კომპეტენტური, კვალიფიციური და რაც მთავარია დამოუკიდებელი,“ – განაცხადა ევა გოცირიძემ.პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, სასამართლო გააგრძელებს დამოუკიდებლად ადამიანების უფლებების დაცვას.“გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს დამოუკიდებლად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, კონსტიტუციური მართლწესრიგის ძალიან მაღალ დონეზე განხორციელებას. ეს გადამწყვეტი რითიც უმრავლესობამ ნდობა გამოუცხადა ქალბატონი გოცირიძის კანდიდატურას,“ – აღნიშნა ბესელიამ."ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ რომ “ ეს უკვე არის ბოლო წერტილი საკონსტიტუციო სასამართლოს, სრული დამორჩილების და პოლიტიზაციის."საპარლამენტო უმცირესობის მდივანის, ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, კი ამ გადაწყვეტილებით "ქართული ოცნება" კომფორტულ მდგომარეობაშია.“ევა გოცირიძის წარდგენა არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ საკუთარი პოლიტიკური მორჩილების ქვეშ მყოფი ადამიანების საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნა არის ძალიან კომფორტული "ქართული ოცნებისთვის" – აღნიშნა აბესაძემ.
სიახლეები
სიახლეები
დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...
პოლიტიკა
ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...
სამართალი
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...
საზოგადოება
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...