საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალსანია, სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ ამობს, რომ “მიხეილ სააკაშვილი დაცემული არ არის”.
“ტყუილად ჰგონიათ, რომ თუ ფიზიკურად ვერ არის ადამიანი, ის უკვე დაეცა”- უთხრა ალასანიამ ჟურნალისტებს.
„სააკაშვილი დაცემული არ არის. ტყუილად ჰგონიათ, რომ თუ ფიზიკურად ვერ არის ადამიანი, ის დაეცა უკვე. ასე არ არის.
სიბნელის მხარეს არის რუსეთი და მისი მომხრეები მომხრეებში გესმით, ალბათ, ვის ვგულისხმობ. სინათლის მხარეს არის დასავლეთი. არჩევანი ამის მიხედვით კეთდება“, – განაცხადა ალასანიამ.
პატიმარი პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ მოლოდინებთ დაიღალა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა უკითხავენ მორალს, ასწავლიან როგორ უნდა „ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია“.