მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ქალაქ კონოტოპშია და მხარდამჭერებს ხვდება

მიხეილ სააკაშვილი ქალაქ კონოტოპშია და მხარდამჭერებს ხვდება

Published on

მიხეილ სააკაშვილი სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპში იმყოფება. ამ წუთებში პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს კონოტოპის მოსახლეობასთან მისი შეხვედრის ტრანსლაცია.
 
 მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ქალაქში შექმნილ ვითარებაზე, სუმის ოლქის კორუმპირებული ხელმძღვანელის  ზეწოლაზე კონოტოპის ურჩ მერზე, ქალაქის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებზე, რომლებიც შეურიგებელ წინაღმდეგობას უწევს მის მომხვეჭელურ საქმიანობას.
კერძოდ მან აღნიშნა, რომ  კორუმპირებული  დეპუტატები   პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან ცდილობენ გადააყენონ მერი, არტიომ სემენიხინი, რომელმაც მათ კორუფციული შემოსავლების არხი გადაუკეტა. 
მიხეილ სააკაშვილის  თქმით, ოლიგარქი პოროშენკო და მისი დამქაშები  მათი თავგასულობით აღშფოთებული  ასეთი ადამიანების და საზოგადოდ უკრაინელი მოქალაქეების  რეაქციის შეჩერების იმედს ძალოვან სტრუქტურებზე ამყარებენ, მაგრამ ეს იმედები უსაფუძვლოა.
 
,,გარწმუნებთ, რომ თუ მტკიცედ დადგებით თქვენი ქალაქის, თქვენი ოლქის, მთელი ქვეყნის ინტერესებისათვის ბრძოლაში,  ეს პოლიციელები თქვენს მხარეზე დადგებიან და დაგიცავენ , რადგან მათაც ისევე უყვართ თავიანთი ქვეყანა, როგორც თქვენ და მხოლოდ გარკვეულ დრომდე ემორჩილებიან სამსახურებრივ მოთხოვნებს.
 
არ არსებობს ძალა, რომელიც დამარცხებს სიმართლისთვის გამოსულ ადამიანებს. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
დარბაზის რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე კარგს არაფერს უქადის პოროშენკოს, რომელმაც 3 დეკემბერს კიევში დაანონსებული სახალხო იმპიჩმენტის  მარშის შიშით  გააძლიერა მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების დევნა.

 

 

 

სიახლეები

აღვკვეთეთ 433 840 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი-საგამოძიებო

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღკვეთეს ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა. დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი...

ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების...

ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...