მთავარისიახლეებიმსოფლიო"ვაგნერის" შემადგენლობაში 40.000 ყოფილი პატიმარია - The Hill

“ვაგნერის” შემადგენლობაში 40.000 ყოფილი პატიმარია – The Hill

Published on

უკრაინაში Wagner-ის სამხედრო დაჯგუფებაში 50,000 მებრძოლი იბრძვის, საიდანაც 10,000 სამხედროს საკონტრაქტო შეთანხმება აქვს გაფორმებული, ხოლო დანარჩენი 40,000 ყოფილი პატიმარია- თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას ამერიკული გამოცემა, The Hill-ი.

გამოცემა იტყობინება, რომ “ვაგნერის” დამფუძნებელი პრიგოჟინი და მასთან დაკავშირებული პირები რუსეთის ფედერაციის თითქმის ყველა ციხეში მსჯავრდებულების რეკრუტირებას ცდილობენ, რათა უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად დაითანხმონ. ვაგნერის დაჯგუფების წევრთა მნიშვნელოვან ნაწილს სერიოზული სამედიცინო პრობლემები უფიქსირდებათ, რის მიზეზადაც არასათანადო პირობები სახელდება.

გარდა ამისა, თეთრი სახლის შეფასებით, პრიგოჟინი თვეში 100 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს ვაგნერის სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად უკრაინაში.

სიახლეები

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალი ფრთოსანი რაკეტის, „ფილინის“ გამოყენება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის სიჩქარე 800...

22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას დაბადების დღეა ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში...

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე...