სწრაფად პროგრესირებადი დემენცია – მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი ცნობილია

0
204

საქართველოს მესამე პრეზიდენტს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს.

როგორც სასამართლოს წინაშე, ამერიკელმა ფსიქიატრმა, ერიკ დევიდ გოლდსმიტმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს მეხსიერების დაკარგვის მძიმე პრობლემები აღენიშნება.

ირკვევა, რომ მესამე პრეზიდენტს წარსული – ბავშვობა, ახალგაზრდობა, კარიერა კარგად ახსოვს, თუმცა, პრობლემა აქვს ახალი ინფორმაციის შესწავლასთან დაკავშირებით.

“პრეზიდენტის აზროვნება შენელებულია, ხანდახან დაბნეულია”- თქვა ექსპერტმა და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეგნობა შელახულია.

ექიმის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა:

როცა ის ხედავს ციხის თანამშრომლებს მას უახლდება ტრავმული მოგონებები. მას აქვს მაღალი დონის სტრესი და შფოთვა – თქვა მედიკოსმა.

წინა სტატიათუ დავრწმუნდებით, რომ პროცესები განზრახ უსაშველოდ იწელება, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება – მელია
შემდეგი სტატიაოკუპირებულ კახოვკაში უკრაინელმა პარტიზანებმა კოლაბორანტი ააფეთქეს [video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური