მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიევში საპროტესტო მსვლელობა გვიან ღამით დაპირისპირებაში გადაიზარდა

კიევში საპროტესტო მსვლელობა გვიან ღამით დაპირისპირებაში გადაიზარდა

Published on

კიევში გუშინ გამართულ მიტინგზე 3 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოწოდებები ისმოდა. სწორედ ამ მსვლელობამდე 3 დღით ადრე გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა მისი შესაძლო დაპატიმრების შესახებ განცხადება.აქციაზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას კიდევ ერთხელ გააჟღერებენ, მისვლას იმ მოძრაობის აქტივისტებიც გეგმავენ, რომელიც ხელისუფლებისგან 2013 წლის “მაიდნის“ მოვლენების გამოძიებას მოითხოვდნენ.გუშინ გვიან ღამით კი კიევის ცენტრში გამართული მსვლელობა არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა სამინისტროს შენობასთან კარვის დადგმა სცადეს.შეტაკების შედეგად დაშავდა ორი  ადამიანი. პოლიციამ ოთხი  აქტივისტი დააკავა.

სიახლეები

აღვკვეთეთ 433 840 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი-საგამოძიებო

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღკვეთეს ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა. დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი...

ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების...

ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...