მთავარისიახლეებიმსოფლიოკონგრესს შეუძლია 48 საათის განმავლობაში დაამტკიცოს $45 მილიარდიანი დახმარება უკრაინისთვის - პელოსი

კონგრესს შეუძლია 48 საათის განმავლობაში დაამტკიცოს $45 მილიარდიანი დახმარება უკრაინისთვის – პელოსი

Published on

აშშ-ის კონგრესმა უახლოეს 48 საათში შესაძლოა უკრაინის ფინანსური დახმარების $45 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცოს .

 ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა.

აღნიშნული დახმარების ფარგლებში უკრაინის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას $20 მილიარდ დოლარზე მეტი მოხმარდება.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის კონგრესში ისტორიული სიტყვა წარმოთქვა, რა დროსაც მას სიტყვა 21-ჯერ შეაწყვეტინეს მქუხარე ტაშით.  

ძირითადი თეზისები:

“უკრაინა არ დაეცა. უკრაინა ცოცხალია და ჯერ კიდევ ომშია;”

“რუსულმა ტირანიამ ჩვენზე კონტროლი დაკარგა. ის ვეღარასდროს მოახდენს გავლენას ჩვენს გონებაზე;”

“რუსეთის ჯარები მაისიდან დღე და ღამე უტევდნენ ბახმუტს, მაგრამ უკრაინული ბახმუტი ფეხზე დგას”;

“ჩვენ არ მოვთხოვთ აშშ-ს სამხედროებს ჩვენთვის ბრძოლას, რადგან ჩვენს სამხედროებს შესანიშნავად შეუძლიათ ამერიკული ტანკებისა და თვითმფრინავების მართვა:;

“თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიციები გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ვეპყრობით;”

“მე ვიცი, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, შეიარაღებულ ძალებზე. მაგრამ ბევრი რამ თქვენზეცაა დამოკიდებული;”

“ამ ომში ჩვენ ვდგავართ, ვიბრძვით და ვიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი – უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი სამყარო”;

“ეს არის ბრძოლა არამხოლოდ ტერიტორიისთვის, არამხოლოდ უკრაინელებისა თუ სხვა ხალხის სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის, რომელთა დაპყრობას რუსეთი ცდილობს, არამედ იმ სამყაროსთვისაც, რომელშიც ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ”. “ამ ბრძოლის გაყინვა შეუძლებელია”;▫️

“როდესაც რუსეთი ვერ ახერხებს ჩვენი ქალაქების აღებას, ის ცდილობს მათ განადგურებას სხვა შეტევებით და ამ გენოციდურ ომში რუსეთმა იპოვა მოკავშირე – ირანი, რომელიც ასობით სასიკვდილო დრონს აგზავნის რუსეთში. ეს არის საფრთხე ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის, რისთვისაც ერთმა ტერორისტმა იპოვა მეორე;”

“ყველა უკრაინელს მხოლოდ ერთი უნდა – გამარჯვება. ჩვენ უკვე ავაშენეთ თქვენთან ერთად ძლიერი უკრაინა ძლიერი ინსტიტუტებითა და ჯარით;

“ჩვენ შევიმუშავებთ უსაფრთხოების მძლავრ გარანტიებს ჩვენთვის, ევროპისთვის და თქვენთან ერთად საკუთარ ადგილს მივუჩენთ ყველას, ვინც უარყოფს თავისუფლებას. ეს იქნება საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დაცვა”.

დასასრულს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ზელენსკის აშშ-ის დროშა გადასცა მას შემდეგ, რაც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა კონგრესმენებს უკრაინისთვის მიწოდებული იარაღისთვის მადლობის ნიშნად ბახმუტელი ჯარისკაცების მიერ გამოგზავნილი უკრაინის დროშა გადასცა.

სიახლეები

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე...

რუსეთმა კიევს სამი ტალღით 21 ბალისტიკური რაკეტა ესროლა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ღამის თავდასხმის სამიზნე უკრაინის 12 ოლქი გახდა. დაიღუპა ორი...

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...