მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა მისი დაპატიმრების განკარგულება გასცა

სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა მისი დაპატიმრების განკარგულება გასცა

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საგანგებო პრესკონფერენციის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. იგი აცხადებს, რომ  უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მისი დაპატიმრების შესახებ ბრძანება გასცა. მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით პოროშენკო მის დაპატიმრებას სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით გეგმავს. "დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და გასცა ჩემი დაპატიმრების განკარგულება უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის და კიდევ რაღაც გამოგონილი ოდესის საქმისთვის. ეს განკარგულება მან მისცა გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს. მათ შემდგომი ორი- სამი დღის განმავლობაში, 3 დეკემბრისთვის დაგეგმილ მარშამდე უნდა განახორცილეონ ჩემი დაკავების იზოლაციისა და  განეიტრალების გეგმა.  იმ მიზნით, რომ ჩაახშონ მშვიდობიანი პროტესტი და უკრაინელი მოქალაქეების ნების გამოხატვა.  მათ წამოწიეს არ არსებული საქმეები, რომელიც  უკავშირდება ჩემი ოდესის გუბერნატორად მუშაობის პერიოდს. მათ სურთ, რომ ეს ყველაფერი მოარგონ კონკრეტულ ბრალს, მაგალითად ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მათ მისცეს დავალება დეპარტამენტს, რომელსაც კოვალენკო ხელმძღვანელობს. მოითხოვეს ჩემი ხმის ნიმუშები იმ მიზნით, რომ მოახდინონ აუდიო ჩანაწერების ფალსიფიკაცია და ამ ჩანაწერებს ჩემი დაკავების დღეს გამოაქვეყნებენ. ისინი ცდილობენ დაშინების გზით იმოქმედონ. სამ რიცხვამდე ჩამსვან წინასწარი დაკავების იზოლატორში  და ამგვარად ჩაკლან მშვიდობიანი პროტესტი უკრაინაში,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა-საქსტატი

საქსტატი აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის...

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. "რა...

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურა ღარიბაშვილს გამოკითხავს

პროკურატურა ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხავს - საუბარია კაცზე, რომლის თვითმკვლელობის ვერსია...

NYPOST: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის ვილა რეკორდულ, 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა | ინფორმაციას ამის შესახებ NYPOST...