მთავარისიახლეებიმსოფლიორას განიხილავენ ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიზიტის დეტალები

რას განიხილავენ ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიზიტის დეტალები

Published on

“პოლიტიკო” წერს, რომ უკრაინის დელეგაცია ბაიდენთან შეხვედრაზე მოითხოვს ATACMS რაკეტებს, რომელთა საფრენი მანძილი 300 კმ-მდეა, ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკი დააყენებს სადაზვერვო და დამრტყმელი დრონების Grey Eagle და Reaper გადაცემის მოთხოვნას. 

როგორც “ფოქს ნიუსის” ჟურნალისტი ნანა საჯაია წერს, ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესს ვაშინგტონის დროით 19:30-ზე მიმართავს (თბილისის დროით – დილის 5:30). უკრაინის პრეზიდენტის სიტყვა, დაახლოებით, 20-25 წუთიანია და პრეზიდენტი მას ინგლისურად წარმოთქვამს. იქნება რამდენიმე ფრაზა უკრაინულადაც. 

სხვა დეტალები: ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში 14:00 საათზე (თბილისის დროით 23:00) ელოდებიან.

* კონგრესში სიტყვით გამოსვლამდე, მას პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში უმასპინძლებს;

* დღესვე გამოცხადდება უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი (2 მილიარდი დოლარი), რომელიც პატრიოტის სარაკეტო სისტემას მოიცავს;

* თეთრი სახლის შეხვედრის შემდეგ იქნება ბრიფინგი, ვაშინგტონის დროით 16:30-ზე.

* დღის ბოლოს ზელენსკი სიტყვით კონგრესს მიმართავს;

* ზელენსკი ვაშინგტონში პრეზიდენტმა ბაიდენმა ბოლო სატელეფონო საუბრისას, გასულ კვორას, მიიწვია;

* 24 თებერვლის შემდეგ ეს ზელენსკის პირველი უცხოური ვიზიტია.

ამავე დროს, სი ენ ენი წერს, რომ ჯო ბაიდენი მზადაა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად განიხილოს თავისი წარმოდგენა “სამართლიან მშვიდობაზე” რითაც უნდა დასრულდეს კონფლიქტი უკრაინაში, – წყაროდ გამოცემა ასახელებს ჯონ კირბის, უშიშროების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორს. 

“პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ ზამთრის დადგომასა და ომის ახალ ფაზაში გადასვლასთან ერთად, ეს იქნება შესაძლებლობა ორივე ლიდერისთვის, შეხვდეს პირისპირ და განიხილონ არამარტო ის, თუ რას აკეთებს ახლა აშშ და რას გააკეთებს მომავალში, არამდე იმაზეც ჩამოყალიბდნენ, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ “სამართლიანი მშვიდობა” უწოდა”, – განაცხადა კირბიმ. 

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...