მთავარისიახლეებისაზოგადოებაკომპანია ძალიან პრობლემური და უპასუხისმგებლოა - კალაძე კომპანიაზე, რომელიც "გოცირიძეს" რეაბილიტაციას უტარებდა

კომპანია ძალიან პრობლემური და უპასუხისმგებლოა – კალაძე კომპანიაზე, რომელიც “გოცირიძეს” რეაბილიტაციას უტარებდა

Published on

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ “გოცირიძის” სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია “მამისონთან” თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს.

კალაძემ ვიცე-მერსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს დაავალა, რომ კომპანიასთნ ხელშეკრულება გაწყვიტონ და გადადგან ყველა ნაბიჯი, რომ ეს კომპანია “გაშავდეს”.

მისივე თქმით, მეტროსადგურზე რამდენიმე დეფექტი გამოსასწორებელია. მეტროს გახსნა გაურკვეველი ვადით, ისევ გადაიდო.

“სამუშაოების დაგვიანების გარდა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანია „მამისონმა“ არ აწარმოა საჭირო დოკუმენტაცია და ჯერჯერობით შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩატარებულა. აღნიშნული კომპანია ძალიან პრობლემური და უპასუხისმგებლოა. შესაბამისად, არ ვთვლით საჭიროდ, რომ მათთან თანამშრომლობა გაგრძელდეს. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ისინი აღნიშნულ დეფექტებს გამოასწორებენ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, გიორგი შარკოვს, მათთან ხელშეკრულება გაწყვიტეთ. მიიღეთ ყველა შესაბამისი ზომა, რომ მომდევნო წლებში „მამისონი“ ვერცერთ სატენდერო პროცედურაში ვეღარ მოხვდეს. გადადგით ყველა საჭირო ნაბიჯი, რომ ეს კომპანია „გაშავდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თანხას, რომელიც მეტროსადგურის ექსპლუატაციაში მისაღებად დაიხარჯება, დედაქალაქის მერია კომპანია „მამისონს“ სასამართლოს გზით მოსთხოვს.

სიახლეები

NBC News: ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთ-უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28-პუნქტიან...

ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, რაც კანონით არის გათვალისწინებული,...

აქტივისტმა სისხლის სამართლის კოდექსი დაწვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, ბაჩო კუციას პროცესი მიმდინარეობს. მას სახელმწიფო ბრალდება გზის გადაკეტვას...

აშშ-ში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აშშ-ში ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც ინდიანას ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი ემსხვერპლა, საქართველოს მოქალაქე - გოდერძი გუჯაბიძე...